გიორგი კოპაძემ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. განცხადება დეპუტატმა TOK TV-სთან პირველად, ახალციხეში, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძებაზე გააკთა, რომელიც 2012 წლიდან აღინიშნება.
მისი განმარტებით მოსახლეობას არ სურს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა.
ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის მსგავსად, პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჰენზელ მკოიანმა. მან TOK TV-სთან საუბრისას იგივე მიზეზი დაასახელა, რაც გიორგი კოპაძემ. მისი თქმით, მოსახლეობას არ სურს მაჟორიტარული სისტემის შეცვლა.