სურბ სარქისობა და თანმხლები ტრადიციები

February 7, 2020

სომეხი თემი 8 თებერვალს წმინდა სარქისის დღეს ზეიმობს. დღეს ახალციხის წმინდა გრიგორ ლუსავორჩის სახელობის ტაძარში ლოცვა აღევლინა, სადაც ახალგაზრდებს მარილიანი კვერები დაურიგდათ.

ამ დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი მორწმუნეები ფეხით კილომეტრებს გადიან, რათა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელში არსებულ წმინდა სარქისის სახელობის ტაძარში სანთლები დაანთონ და ლოცვა აღავლინონ.

ადათები

მარილიანი კვერებს ასევე ერთ ძველ ტრადიციას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ზოგიერთი დაოჯახების მსურველი დღის განმავლობაში წყალს არ სვამს და მარილიან კვერს მიირთმევს. სიზმარში კი მომავალი საბედო წყალს აწვდის.

სურბ სარქისობას თან სდევს კიდევ ერთი ტრადიცია, დღეს-ღამე ოჯახის ერთ-ერთი წევრი სახლის სახურავზე ლანგრით მოხალულ ფქვილს დებს. თუ დილით ფქვილზე ნაკვალევი დარჩება მიიჩნევა, რომ ეს წმინდა სარქისის ცხენის კვალია. ეს კი მათი ოჯახისთვის წარმატების მომტანი იქნება.

Leave a Reply