გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, სამცხე-ჯავახეთში 2019 წელს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 119 პირი დაჯარიმდა. 69 მათგანს კი 153.78 კ.მ მოცულობის შეშა ჩამოერთვა.
გასულ წელს, სამცხე-ჯავახეთში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი 84 შემთხვევა ადიგენში, ყველაზე მცირე 1 შემთხვევა კი – ახალქალაქში დაფიქსირდა. ადიგენის მუნიციპალიტეტში 49 პირს 95.64 კ.მ შეშა ჩამოართვეს.
მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის ჯარიმების საერთო ოდენობა 56 500 ლარია, საიდანაც ადიგენის მუნიციპალიტეტზე 41 500 ლარი მოდის.
2018 წელს გასულ წელთან შედარებით 27-ით ნაკლებია დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა (92), 83.93 კ.მ-ითაა მცირეა ჩამორთმეულ შეშის ოდენობაც (69.85 კ.მ), თუმცა მეტია ჯარიმების რიცხვი. თუ 2019 წელს ჯარიმები 56 500 ლარს შეადგენდა, 2018 წელს – მაჩვენებელი 74 770 ლარი იყო. ყველაზე მეტი ჯარიმა ადიგენის მუნიციპალიტეტზე მოდიოდა. აქ 20189 წელს დაჯარიმებულ 54 პირს, 44 620 ლარის გადახდა მოუხდა.
ავტორები:
მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი.