Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

ფარავნის უღელტეხილი 3 დღეა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია

February 14, 2020

ფარავნის უღელტეხილზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94 კმ და 105 კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მესამე დღეა, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავნ, რომ ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, როდის მოხდება გზის გასუფთავება ნამქერისგან უცნობია.

ასევე ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია ხაშური-აწყურის მონაკვეთზე, კერძოდ: საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე.

Leave a Reply