ქალაქ ახალციხეში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სამუსიკო სკოლის სახარჯთღრიცხვო-საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 19 თებერვალს 32,000.00 ლარზე გამოაცხადა.
განაცხადების მიღება შესაძლებელია 28 თებერვლიდან 2 მარტამდე. პრეტენდენტს 2015-2019 წლების განმავლობაში უნდა ჰქონდეს განხორციელებული არანაკლებ 100 000 ლარის ჯამური ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
პრეტენდენტს 2015-2019 წლების განმავლობაში 1 ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ჰქონდეს განხორციელებული არანაკლებ 16 000 ღირებულების, შენობა ნაგებობების მშენებლობის ან რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. მომსახურების გაწევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.