ახალციხეში პირბადეების დეფიციტის გამო ფასი თითქმის 6 ჯერ გაიზარდა და 25 თეთრიდან 1.40 ლარამდე მოიმატა. კითხვაზე თუ რამ გამოიწვია ფასის ზრდა აფთიაქებში საუბარი არ ისურვეს. მომხმარებლების ნაწილი ამბობს, რომ პირბადეები დეფიციტურია.
დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქებს მოუწოდა პირბადეებზე ფასი ხელოვნურად არ გაზარდონ.