აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. რამდენიმე მოქალაქე უკვე გაწერეს და ცენტრის დირექტორის, რევაზ ჟღენტის განცხადებით ამ დროისთვის კარანტინში 12 ადამიანია.
„ყველა კარგად არის, არავის აღენიშნება რაიმე პათოლოგიური სიმპტომები. მოქალაქეები რამდენჯერმე მოიყვანეს და ასევე გავწერეთ. ამ დროისთვის კარანტინში მხოლოდ 12 ადამიანი იმყოფება“ – ჩვენთან საუბრისას განაცხადა ჟღენტმა.
პირველად აბასთუმანში კარანტინზე მოქალაქეები 26 თებერვალს გადაიყვანეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონა ვირუსის 15 შემთხვევა გამოვლინდა, ყველა საქართველოს მოქალაქეა. საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.