სამცხე-ჯავახეთში აბასთუმნის ფილტვის ცენტრის გარდა კიდევ 4 საკარანტიონო ზონა მოეწყო. 3 ბაკურიანში და 1 ახალციხეში. ამის შესახებ TOK TV-ს რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ უთხრა. მისი განმარტებით საკარანტინო ზონების დამატება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებამ გამოიწვია.
“ძირითადად არიან სომხეთიდან ჩამოსული ქართველები, ვინაიდან სამცხე-ჯავახეთში ბევრი ჩამოვიდა გადავწყვიტეთ აქვე მოგვეწყო საკარანტინო სივრცეები. ყველას მდგომარეობა სტაბილურია,” – განაცხადა მიქელაძემ.
ახალციხეში საკარანტინო ზონად გამოცხადდა სადგურის მიმდებარე სასტუმრო, “Hotel Grand Palace”, სადაც კარანტინს 35 პირი გადის.
სამცხე-ჯავახეთში კარანტინში სულ 345 პირი გადის კარანტინს, მათ შორის 42 აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, 35 ახალციხეში და 368 აბასთუმნის საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით 21 მარტიდან ყველა მოქალაქე, ვინც საქართველოში ჩამოვა ორ კვირიან კარანტინში უნდა მოთავსდეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 54 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 8 უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში – 3320 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი იმყოფება.