აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ერთ-ერთ მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. რის შემდეგაც მას ანალიზები აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს.
ამის შესახაებ TOK TV-ს ფილტვის ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, კახა ბერიძემ უთხრა.
“ერთ მოქალაქეს აღენიშნებოდა მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ანალიზები აიღეს და გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ჯერ ცნობილი არ არის,” – განაცხადა ბერიძემ.
მისივე განმარტებით ანალიზის პასუხები ხვალ, 1 აპრილს გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის ფილტვის ცენტრში 11 ადამიანი იმყოფება. ნაწილს ხვალ გადის საკარანტინო პერიოდი და კლინიკას დატოვებენ. ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში 4995 პირი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 278. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი.