ახალციხელ და ასპინძელ მოქალაქეებს, რომლებსაც პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
“დღეს მივიღეთ პასუხები, ორივეს პასუხი უარყოფითია”- TOK TV-ს განუცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ფატი ხაბულიანმა.
ასევე ვირუსი არ დაუდასტურდა აბასთუმნის ფილტვის ცენტრის კარანტინში მყოფ მოქალაქეს.
“გუშინ მოვიდა პასუხი, ვირუსი არ დაუდასტურდა,”- გვითხრა ფილტვის ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, კახა ბერიძემ.
ამ დროისთვის კორონავირუსის – 115 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 22 ადამიანია.
კარანტინის რეჟიმში – 5106 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294 პირია მოთავსებული.