როგორ მუშაობს პუნქტები და რა შემოწმებას გადიან მუნიციპალიტეტში შემომსვლელები? ამის გარკვევას ჩვენ ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე შევეცადეთ.
მარი გიორგაძე ერთ-ერთია, რომელიც ახალციხის გამშვებ პუნქტზე შეამოწმეს. მისი თქმით, პოლიციამ მანქანა შეამოწმა, მაგრამ ტემპერატურა არ გაუზომავთ.
“გვკითხეს საიდან მოვდიოდით. იჯდა თუ არა ვინმე წინა სავარძელზე, თუმცა ტემპერატურა არ გაუზომავთ. თბილისში ჩვეულებრივად შემიშვეს არც გავუჩერებივარ, ანუ რა კრიტერიუმით არჩევენ გასაჩერებელ მანქანებს, ბუნდოვანია,”- გვიყვება მარი.
ახალციხის საკონტროლო გამშვები პუნქტის თანამშრომელი, გიორგი სებედაური ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გამსვლელ და შემომსვლელ ტრანსპორტს უტარდება დეზინფექცია და მგზავრებს თერმოსკრინინგი.
“ვამოწმებთ ყველა მანქანას, რამდენი მგზავრი ზის. მგზავრებს უტარდება თერმოსკრინინგი, მანქანებს დეზინფექცია.”
მისივე თქმით, თუ კანონდარღვევა დაფიქსირდება პირი დაჯარიმდება. ტემპერატურის და სხვა სიმპტომების მქონე ადამიანის დაფიქსირების შემთხვევაში გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში.
გამშვებ პუნქტებს აკონტროლებენ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ძალები.
მთავრობის განკარგულებით ქალაქ ახალციხის გასასვლელებში გამშვები პუნქტები 31 მარტს მოეწყო.