ახალციხის რეფერალური საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში 2 პირის ანალიზი გადაიგზავნა. ამის შესახებ TOK TV-ს კლინიკის მენეჯერმა, რევაზ კუჭუხიძემ უთხრა.
“ორი პირის ანალიზი გადავგზავნეთ ლუგარში , ველოდებით პასუხებს. პასუხები, სავარაუდოდ, დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.”
ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში სულ 4 ცხელების ცენტრი მოქმედებს.
ავტორი: სედა სარქისიანი