სამცხე-ჯავახეთში კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობამ მოიმატა

April 22, 2020


მიმდინარე წლის 22 აპრილის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის 7 საკარანტინო ზონაში 468 პირია მოთავსებული. მათგან ბაკურიანის 5 საკარანტინო სივრცეშიც – 397 ადამიანი, ხოლო ახალციხის საკარანტინო სივრცეში – 71.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი ამ დროისთვის ცარიელია. ამის შესახებ ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ მოგვაწოდა.

“კარანტინში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია. არცერთს არ აღენიშნება რაიმე სახის სიმპტომები. ჯერ არცერთი ადამიანი არ გადაუყვანიათ ბოქსირებულ კლინიკაში,“ – გვითხრა მიქელაძემ.

სამცხე-ჯავახეთში 23 ადამიანია თვითიზოლაციაში. მათგან ბორჯომში -14, ადიგენში-1, ახალციხეში -1 და ასპინძაში -7 პირი. ნინოწმინდასა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში კი არცერთი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონა ვირუსის – 411 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის – 98 გამოჯანმრთელებული და 5– გარდაცვლილია.

კარანტინის რეჟიმში 5160 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირია მოთავსებული.

ავტორები: მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი

Leave a Reply