ბაკურიანის საკარანტინო სივრცეში მყოფ მოქალაქეს, რომელიც 21 აპრილს კორონა ვირუსის სიმპტომებით ბორჯომის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, დღეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ TOK TV-ს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა უთხრა.
” ინფიცირებული ბორჯომელი არ არის და ბორჯომთან მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს,” – გვითხრა ზაალიშვილმა.
მომხდარს გვიდასტურებს ბორჯომის კლინიკის დირეტორი, ირაკლი დიასამიძეც.
“დღეს ვირუსი დაუდასტურდა ბაკურიანიადან გადმოყვანილ 1 პირს,” – ამბობს დიასამიძე.
მისივე თქმით, პაციენტი გდაყვანილია გორის ჰოსპიტალში.
პირველად სამცხე-ჯავახეთში კორონა ვირუსი 16 აპრილს 30 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა.
ავტორი: მიშო დარბაიძე