ახალციხის “ცხელების ცენტრში” მოთავსებულ ერთ პაციენტს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. დაავადებული კლინიკაში ახალციხის საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. მას სამცხე-ჯავახეთში კონტაქტი არავისთან ჰქონია. ამის შესახებ TOK TV-ს კლინიკა “იმედის” დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ უთხრა.
“17 პაციენტს ავუღეთ ანალიზები, აქედან ერთს დაუდასტურდა ვირუსი, იგი ახალციხის საკარანტინე ზონიდან გადმოყვანილი პაციენტი იყო. მას აქ კონტაქტი არავისგან ჰქონია,”- გვითხრა ბარძიმაძემ.
ასევე, კლინიკაში 22 მედ პერსონალის ანალიზების პასუხებს ელოდებოდნენ, მათ არცერთს არ დაუდასტურდათ COVID-19.
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს ახალციხის ცხელების ცენტრში კორონა ვირუსი დაუდასტურდა ერთ პაციენტს, ისიც საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი მოქალაქე იყო.
სამცხე-ჯავახეთში კორონა ვირუსი პირველად 16 აპრილს დაფიქსირდა დაავადებული ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 წლამდე მოქალაქეა.