დღეს ახალციხის, კლინიკა “იმედში” მოწყობილ ცხელების ცენტრში მოთავსებული ცხრა პაციენტის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს. კლინიკის დირექტორის, გიორგი ბარძიმაძის თქმით, ანალიზების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, დღეს ლაბორატორიიდან მოსული 39 ანალიზის პასუხების მიხედვით კორონავირუსი ერთი პაციენტს დაუდასტურდა. “იმედის” კლინიკაში მოწყობილ ცხელების ცენტრში სულ 60 საწოლია განთავსებული. პაციენტები ამ დრომდე არ ჰყავთ აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოწყობილ “ცხელების ცენტრში”, თუმცა კლინიკური მენეჯერი, კახა ბერიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პაციენტებს შუა კვირიდან ელოდებიან.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში ახალი კორონა ვირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული.
საქართველოში, დღეის მონაცემებით კორონა ვირუსის -517 შემთხვევაა დადასტურებული მათ შორის – 168 გამოჯანმრთელებული და 6 – გარდაცვლილია.
კარანტინის რეჟიმში 5153 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირია მოთავსებული.