ახალციხის კლინიკა „იმედის“ ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტების ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი, რომელთაგან ზოგი ადგილობრივია, ზოგი კი – ახალციხის საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პაციენტები არიან.
კლინიკის დირექტორის, გიორგი ბარძიმაძის თქმით, 11 პაციენტის ანალიზი გუშინ გადაიგზავნა, დღეს დილით კი ანალიზი კიდევ 7 პაციენტს აუღეს.
„გადაგზავნილი გვაქვს 11 პირის ანალიზი, რომელთაგან 4 მედ პერსონალია. დღეს კიდევ 7 პაციენტის ანალიზი გადავგზავნეთ,“ – ამბობს ბარძიმაძე.
მისივე თქმით, ანალიზების პასუხები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
აბასთუმნის „ფილტვის ცენტრში“ გახსნილი ცხელების ცენტრი ამ დრომდე ცარიელია.
სამცხე ჯავახეთში სულ 4 ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს: ადიგენში, ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში.
რეგიონში კორონავირუსის სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი პირია ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი ახალციხის და ბაკურიანის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული მოქალაქეები არიან.