თამუნა მიქელაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში ცხოვრობს. იმის გამო, რომ საკაბელო ინტერნეტი არ აქვს, იძულებულია მეხუთე კლასელი შვილი მობილური ინტერნეტის დახმარებით ჩართოს დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში.
ტელესკოლას თვალს ადევნებს და მოსწონს VII კლასელ დაჩი კახაძეს, თუმცა ფიქრობს, რომ სკოლის და ტელესკოლის პროგრამა ერთმანეთს არ ემთხვევა.
სოფელ გომაროს სკოლის დირექტორი, მერაბ შავაძე სასწავლო პროგრამასა და ტელესკლას გაკვეთილებს შორის სხვაობას შემდეგნაირად განმარტავს.
გომაროს სკოლაში ცხრა კლასი ფუნქციონირებს, სადაც განათლებას 47 მოსწავლე იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ GNCC – რუკაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში ერთი ინტერნეტ პროვადიერი კომპანიაა წარმოდგენილი, ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ინტერნეტი არ არის და უახლოესი ინტერნეტ პროვაიდერი სამი სოფლის მოშორებით ფიქსირდება. ჩვენ გავარკვიეთ რომელი კომპანია უნდა ფარავდეს მოცემულ სოფელს ინტერნეტით, ეს კომპანია “სქაიტელია”. მისი წარმომადგენელი ადასტურებს რომ სოფელში ჯერ აბონენტები არ ჰყავთ.
რა ზომებს ატარებს განათლების სამინისტრო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის და იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე არიან? ამ კითხვაზე განათლების მინისტრის მოადგილეს ეკატერინე დგებუაძე გვპასუხობს.
განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტელესკოლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს მეცხრე კლასის მოსწავლეს გიორგი პოზოიანს. იგი ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლაში სწავლობს, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
ტელე სკოლების შესახებ იცის, თუმცა მას თვალს არ ადევნებს სოფელ წყრუთში მცხოვრები X კლასის მოსწავლე სირანუშ ერანოსიანი. იგი ამბობს, რომ ტელესკოლების ყურება მასწავლებელს არ დაუვალებია.
საქართველოშიც და მსოფლიოშიც განათლების შედეგები იქნება უფრო დაბალი – ფიქრობს ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი.
ტელესკოლების ხარისხს აფასებს ექსპერტი განათლების საკითხებში, ნათია გორგაძეც, იგი ამბობს , რომ ტელესკოლების ამოქმედება სახელმწიფოს ,მხრიდან დროული და მიზანშეწონილი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ფიქრობს, რომ შესაძლოა პროექტი ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა მოსწავლისთვის.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში საჯარო და კერძო სკოლები პირველი აპრილიდან დისტანციურ, ონლაინ სწავლებაზეა გადასული.
ავტორი: მიშო დარბაიძე
მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ინფორმაცია დაზუსტდა და მასში შევიდა ცვლილება. კერძოდ კი, აღნიშნული წინადადება: “სოფელ გომაროს სკოლის დირექტორი, მერაბ შავაძე არ ფლობს ინფორმაციას თუ რამდენ მოსწავლეს უჭირს დისტანციურ სწავლებაში ჩართვა” მასალიდან წაიშალა.