იმ პირებს, ვისაც მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა ჩაბარებული აქვთ, 18 მაისიდან შეძლებენ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას. თუმცა ჯერ კიდევ შეზღუდულია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება.
ასევე 18 მაისიდან აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.
სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო COVID-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.
ასევე, შესაძლებელი ხდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ავტორი: მიშო დარბაიძე