დღეიდან ბოლნისის იუსტიციის სახლი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. მოსახლეობას შეუძლია სერვისებით სარგებლობა წინასწარი დაჯავშნით და რეგულაციების დაცვით.
ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას ვიზიტის დაჯავშნა მათთვის ადაპტირებულ ენაზე შეუძლიათ.
წინასწარი დაჯავშნის გარეშე დაწესებულებებში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ შევა. ასევე აუცილებელია მომხმარებელს ეკეთოს პირბადე.
აღნიშნულ ფილიალებს მუშაობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, 23 მარტიდან ჰქონდათ შეჩერებული.
მასალა სახელმწიფო სერვისების სააგენტომ მოგვაწოდა.
ავტორი: მიშო დარბაიძე