სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საპილოტე დებატ პროგრამა „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ დაიწყო. მისი ბენეფიციარები მესამე კურსის პედაგოგიკის სტუდენტები არიან.
სასწავლო კურსი გათვლილია ერთ სემესტრზე, 60 აკადემიურ საათზე. პროგრამაში ამ დროისთვის ჩართულია 30-მდე სტუდენტი, რომლებსაც დამატებით საგნად მასწავლებლის მომზადების პროგრამა აქვთ არჩეული.
დებატების პროგრამა მიმდინარეობს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიზანია მომავალი პედაგოგების გადამზადება, რათა მათ შეისწავლონ დებატების ტექნიკა და გამოიყენონ პროფესიულ საქმიანობაში.
ავტორი: მიშო დარბაიძე