დღეს, 22 ივლისს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 4-ით გაიზარდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში კორონავირუსის სულ – 1073 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 907 გამოჯანმრთელდა და 16 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში – 5692, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275 ადამიანია .უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41 პირია.
ავტორი: მიშო დარბაიძე