ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 19 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში კოვიდინფიცირებულების რაოდენობამ 1104-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 912-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 5936 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პირია მოთავსებული.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქარათველოს მოქალაქეების რაოდენობა 41-ს აღწევს. ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ით ქვეყანაში 16 ადამიანია გარდაცვლილი.