სამველ პეტროსიანის და ენზელ მკოიანის წინა სასამართლო პროცესი, დღეს, 28 ივლისს 14:00 საათზე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ ჩვენ ახალციხის რაიონულ სასამართლოში განგვიცხადეს.
სამველ პეტროსიანის ადვოკატი გვეუბნება, რომ სასამართლო პროცესზე განიხილება ახალი მტკიცებულებები.
„დღეს განიხილება ახალი მტკიცებულებები და დაინიშნება არსებითი განხილვა. დღეს არ იქნება განაჩენი გამოტანილი,“– გვეუბნება ადვოკატი.
თუ როდის ჩატარდება შემდეგი სასამართლო პროცესი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
საქმე ეხება 26 მარტს ნინოწმინდა-ახალქალაქის მოქმედ დეპუტატის, ენზელ მკოიანის და ყოფილი დეპუტატის, სამველ პეტროსიანის გარემოცვას შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომლის საფუძველზეც შსს-ში გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ცივი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: მიშო დარბაიძე