“ახალგაზრდებმა გააკრეს,” – ახალციხის მერი, ახალციხეში, “რუსული კანონის” შესახებ გაკრულ ბანერებზე.

April 27, 2024

ახალციხის ქუჩებში გამოჩნდა ბანერები, რომელსაც “ოცნება” “რუსული კანონის” შესახებ, აქტიურად აქვეყნებს და რომელთა ნაწილსაც Facebook ცრუ ინფორმაციად ნიშნავს.

 გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურ ჩატებში, საჯარო მოხელეებს ავალებენ რომ ქარდები საკუთარ Facebook გვერდებზე გადააზიარონ, – აღნიშნულს ადასტურებს “ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძეც.

 “რაღაცა სქრინები გამოუტანიათ და ვადასტურებ, რომ ჩვენგან არის პარტიული მოწოდება,” – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.