ახალციხის მერია და საკრებულო მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვას გეგმავს

November 21, 2023

24 ნოემბერს ახალციხის მერია და საკრებულო მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, – ინფორმაციას ახალციხის საკრებულო ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, ასევე განიხილავენ 2024 -2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტს. სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის ხელმძღვანელის ნინო რუხაძის თქმით, პროცესში მოქალაქეების მონაწილეობა აუცილებელია, რათა მათი აზრები გათვალისწინებული იყოს ბიუჯეტის დაგეგმვისას.

სხდომა 14:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. 

აქვე გეტყვით, რომ ახალციხეში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მოქალაქეები წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ ესწრებდონენ. პრაქტიკა ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო სექტორის და მედიის ჩართულობით შეიცვალა.