შეზღუდვები საავტომობილო გზებზე – გზდ

November 21, 2023

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე, ზეკარის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, მიზეზი დიდთოვლობაა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს .

უწყების ცნობით, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა შეზღუდული იყო – აღდგენილია.

აქვე გეტყვით, რომ “გარემოს ეროვნული სააგენტოს” ცნობით, დღეიდან, 22 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ძლიერი ქარი, ქარბუქი.