110 000 ლარზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციისტვის – ახალციხე

November 21, 2023

ახალციხეში, შოთა რუსთაველის ქუჩა №10-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია 110 000 ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კორპუსს ექსპლუატაციაში გადაცემიდან დღემდე არ ჩატარებია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც ფასადი, სადარბაზოები და კიბის მოედნები, საფეხურების ჩათვლით დაზიანებულია.

სამუშაოები ზემოთხსენებულის დემონტაჟს და ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ასევე, გათვალისწინებულია ეზოს მოპირკეთებაც.

წინადადებების მიღება 25-28 ნოემბერს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვე ნახევარია.