ახალციხეში ხელოვნურ ტბაზე ველო და საფეხმავლო ბილიკის და შადრევანის ტენდერი არ შედგა

July 7, 2021

ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ველო და საფეხმავლო ბილიკის და შადრევანის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. მიზეზი პრეტენდენტების არყოლაა. 

სამუშაოებისთვის მერია 600 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავდა. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია და ტენდერს თავიდან გამოაცხადებენ, იგივე პირობებით, იმავე თანხაზე.

დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევანისთვის მერია 200 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავდა, ხოლო ველო და საფეხმავლო ბილიკისთვის 400 ათას ლარამდე.