გაორმაგებული ბილეთის ფასები მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში

January 21, 2020

იანვრიდან მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების მონახულებისთვის მოზარდები ბილეთის გაორმაგებული ფასით ისარგებლებენ.
საქართველოს მოქალაქე მოსწავლეები, სტუდენტები და პენსიონრები ბილეთში ერთ ლარს გადაიხდიან.

ვარძიის გარდა ბილეთის ფასი გაიზარდა ხერთვისის ციხესა (10 ლარი) და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში(5 ლარი).

სულ საქართველოში 13 მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შეიცვალა და გაიზარდა ბილეთის ფასი.

“მომსახურების ტარიფების ცვლილებით მიღებული შემოსავლები უპირატესად მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოემსახურება და მათი შემეცნებითი და გასართობი ელემენტებით აღჭურვისკენ იქნება მიმართული. ამავდროულად, გაზრდილი შემოსავლები სააგენტოს დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების გაზრდაზეც იმოქმედებს.” – წერია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

Leave a Reply