,,საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან.“ – ეს განცხადება პრემიერ -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე 12 თებერვალს გააკეთა და გამჭვირვალობისკენ ყველა სახელმწიფო უწყებას მოუწოდა.
განცხადებიდან მალევე საქართველოს პარლამენტმა გამჭვირვალობის საბაბით კანონპროექტის ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ განხილვა დაიწყო, რამაც, საზოგადოების პროტესტი გამოიწვა. უცხოელი პარტნიორები მიიჩნევენ რომ ეს კანონი საქართველოს ხელს შეუშლის ევროინტეგრაციაში.
კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, პარალელურად არ წყდება აქციები რუსთაველის გამზირზე. არის თუ არა გამჭვირვალე საჯარო უწყებების საქმიანობა და იზიარებენ თუ არა პრემიერ – მინისტრის მოწოდებას?
Tok.tv- ის რედაქციამ 8 თვის განმავლობაში გამოთხოვილი 68 საჯარო ინფორმაციიდან სრული პასუხი მხოლოდ 13 წერილზე მიიღო.
საჯარო ინფორმაციის მიღება კანონით დადგენილ ვადაში თითქმის შეუძლებელია. არადა ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 37-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის მე-40 მუხლით საჯარო უწყება ვალდებულია ინფორმაცია გასცეს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
Tok.tv-ის რედაქციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციას თითქმის ვერ იღებს.
ინფორმაციის მისაღებად მომზადდა ადმინისტრაციული საჩივარიც, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ინფორმაციას ველოდებით წალკის მერიიდან თვეზე მეტია, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებულ აიპებსა და შპს – ის საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციის მოწოდებას გულისხმობს. მერიიდან მოგვწერეს რომ ინფორმაცია დიდი მოცულობის გამო დამუშავების პროცესშია.თუმცა, ყველა გონივრული ვადა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გასულია.
Tags: გარდაბანი, პრემირ-მინისტრი, საჯარო ინფორმაცია, წალკა