ფარეხასთან და რაბათში სიჩქარის მაკონტროლებელი კამერების დამონტაჟება იგეგმება

September 10, 2026

ახალციხის სოფელ ფარეხასთან, ცენტრალურ გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, სიჩქარის მაკონტროლებელი კამერების დამონტაჟება იგეგმება, – ინფორმაციას ახალციხის მერიაში გვიდასტურებენ.

უწყების ცნობით, სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება იგეგმება რაბათშიც. ჯამში 8 კამერის ყიდვას გეგმავენ და სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, 60 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავენ.

ახალციხის მერია 8 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ყიდვას გეგმავს – ტენდერი

ფარეხას გზაზე სიჩქარის მაკონტროლებელი კამერების დამონტაჟებაზე ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები წლებია საუბრობენ, რადგან ადგილობრივების თქმით, ამ მონაკვეთზე მძღოლები ხშირად სიჩქარის გადაჭარბებით გადაადგილდებიან შედეგად კი – არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარა, რასაც ფატალური შედეგიც მოჰყოლია. 

ფარეხას გზაზე კამერების დამონტაჟების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა პეტიცია 2021 წელს შექმნეს. თუმცა, პროცესი ამდე დრომდე არ დაწყებულა.

“ფარეხასთან დამონტაჟდეს სიჩქარის შემზღუდველი კამერები” – პეტიცია