Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ინფორმირებული არჩევანი 2020 – TOK TV-მ “ინტერნიუსი – საქართველოს” საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

August 19, 2020

2020 საპარლამენტო არჩევნების წინ TOK TV ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. მისი მიზანი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებთათვის მნიშვნელოვან პრობლემებისა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის შემოთავაზებული  გზების, საარჩევნო პროგრამების შესახებ  ჟურნალისტური მასალების მომზადება იქნება.​ შინაარსთან ერთად, TOK TV​ ორგანიზებას გაუწევს სამცხე-ჯავახეთში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას, წინასაარჩევნო პერიოდში.

პროგრამა“ინტერნიუსი“, “ინტერნიუსი – საქართველოსთან” და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ცენტრთან (USAID/Washington Center of Excellence of Democracy, Human Rights and Governance) პარტნიორობით ხორციელდება.

მასში TOK TV-სთან ერთად 5 მედია მონაწილეობს: სათემო რადიო „ნორი“, სათემო რადიო „მარნეული“, პანკისის სათემო რადიო „Radio WAY“, ონლაინ გამოცემა „ჯეინიუსი“ (Jnews.ge) და ტელეკომპანია „მეცხრე არხი“.

TOK TV-მ “ინტერნიუსი -საქართველოსთან” თანამშრომლობით უკვე წარმატებით განახორციელა პროექტი, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. ამ უკანასკნელის ფარგლებში მომზადებული ყველა მასალის ნახვა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე:
https://toktv.ge/category/%D0%B5%D1%81-%D0%BD%D0%B0%D1%82%D0%BE/

TOK TV არის ერთადერთი ქართული რუსულენოვანი მაუწყებელი, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 2017 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” მიერ დაფუძნდა. TOK TV-ს პარტნიორებია: Open Media Hub; BBC Media Action; ინტერნიუსი-საქართველო, უკრაინული დამოუკიდებელი მედიის ასოციაცია; მაუწყებელთა ალიანსი-საქართველო.

TOK TV გახლავთ საქართველში გავრცელებულ რუსულენოვან არხებს შორის (BBG, DW, BBC) ყველაზე რეიტინგული რუსულენოვანი სატელევიზიო მაუწყებელი, სამწუხაროდ, Russia 1 chanel -ის შემდეგ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: არხის რეიტინგის კვლევა არ ხორციელდება მის სამიზნე რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply