წალკის წყალსაცავში აღებული წყლის ანალიზი: ქიმიკატები ნორმაშია, თუმცა ორგანული დაბინძურების ნიშნები გამოვლინდა – გეს

July 20, 2026

რამ დახოცა მასობრივად წალკის წყალსაცავში თევზი? გარემოს ეროვნული სააგენტოსაგან წყლის სინჯების ლაბორატორიული ანაზილის დასკვნა მივიღეთ. ის შემდეგია:

“მსგავსი ტიპის გადაჭარბებები პერიოდულად ფიქსირდება სხვა ლოკაციებზეც (მდინარეებზე, ტბებზე). შესაბამისად, აღნიშნული გადაჭარბებები სავარაუდოდ ნაკლებად განაპირობებს თევზებზე ზემოქმედებას.”


დეტალურად კი, თევზის მასობრივად დახოცვის გამო აღებული წყლის სინჯების შედეგები ასეთია, წყალი ორგანული ნარჩენებით (ფეკალური მასები, ნაკელი) დაბინძურებულია (ანონიუმის იონი). ასევე, აღმოაჩინეს ნაწლავის ჩხირებიც. თუმცა, ეს სავარაუდოდ ნაკლებად განაპირობებდა თევზის დახოცვას, – თითქმის 1 თვიანი ლოდინის და არაერთი მცდელობის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წალკის წყალსაცავზე აღებული წყლის სინჯების შედეგები გამოგვიგზავნა, სადაც ზემოხსენებულია მითითებული.

სეს-ის ცნობით, წალკის წყალსაცავის სამ ადგილზე აიღეს წყლის სინჯები. შედეგებმა აჩვენა: 

  • ბეშთაშენთან ამონიუმის იონი (წყლის დაბინძურების მაჩვენებელი) ნორმას 1.2 – ჯერ აჭარბებს;
  • ტბეთის მიმდებარედ ამონიუმი (წყლის დაბინძურების მაჩვენებელი) 3-ჯერ, ხოლო E. coli (ნაწლავის ჩხირები) – 2-ჯერ აღემატება დასაშვებ ზღვარს;
  • წალკის მონაკვეთზე ამონიუმის იონის (წყლის დაბინძურების მაჩვენებელი) კონცენტრაცია ნორმაზე 1.4-ჯერ მაღალია.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამივე ლოკაციაზე “პესტიციდებისა და დანარჩენი კომპონენტების შემცველობები ნორმის ფარგლებშია.”

სააგენტოს ინფორმაციით, წყლის სამი სინჯი 12 ივნისს აიღეს. სპეციალისტებმა შეისწავლეს 27 ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრი, ასევე 14 სახეობის პესტიციდი.

მაშინ რა მიზეზით დაიხოცა თევზი? – ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.

რა მოხდა?

ჩვენ წალკის წყალსაცავზე დიდი ოდენობით დახოცილი თევზი 11 ივნისს გადავიღეთ. მას შემდეგ ჩვენი რედაქცია მიზეზების გარკვევას ცდილობს. 

2 ივლისს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წყალსაცავზე კარანტინი გამოცხადდა და თევზაობა და წყლის გამოყენება აიკრძალა.

ამავე თემაზე: წალკის წყალსაცავზე კარანტინი გამოცხადდა

იკრძალება: თევზაობა, დაავადებული თევზის რეალიზაცია ან გავრცელება“ -აკრძალვები კარანტის ზონიდან-წალკა

თევზის ლპობა და სახელმწიფოს დუმილი – წალკელების კითხვებზე პასუხები კვლავაც არაა

თევზის ლპობა და სახელმწიფოს დუმილი – წალკელების კითხვებზე პასუხები კვლავაც არაა