“აგენტების” კანონი არსებითად განსხვავდება ავთენტური ამერიკული კანონისგან – საქართველოს ერვნული პლატფორმა

March 6, 2023

“კანონპროექტის დეტალურად შესწავლამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ე.წ. ..ამერიკული კანონის“ ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 – ის (გამონაკლისები/ EXEMPTIONS) კონკრეტული და ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ,,f“,” – განცხადებას საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, “აღნიშნული პუნქტის მიხედვით აშშ-ს პრეზიდენტი ადგენს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, როგორც პარტნიორები, და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება.

ნორმის შეგნებული გამოტოვებით პრინციპულად იცვლება შინაარსი. უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ე.წ. ,,ამერიკული კანონი“ ვრცელდება პარტნიორ ქვყენებზეც, რაც ქმნის ერთგვაროვან მიდგომას მტრულად განნყობილი და მოკავშირე ქვეყნების მიმართ.

ეს განზრახ დამახინჯება ავთენტური ამერიკული კანონისა აზიანებს საქართველოს ურთიერთობას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ამ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღება!”

“რუსეთის კანონად” შეფასებულ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.