ადიგენელი კათოლიკეები და ლოცვა 1860 წელს აგებულ ტაძარში – სოფელი არალი

January 14, 2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის წმინდა იოსების სახელობის ტაძარში, 24 დეკემბერს, შობის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, კათოლიკე მორწმუნეები ოჯახის წევრებთან ერთად იკრიბებიან და ქრისტეს შობას ეგებებიან.

არალის მოსახლეობის თითქმის 50 პროცენტი კათოლიკური ეკლესიის მრევლია. წმ. იოსების სახელობის ტაძარში კათოლიკური მესის ჰანგები თითქმის 160 წელია ისმის. საბჭოთა პერიოდის გამოკლებით, როდესაც რელგიური ძეგლი საწყობად იყო ქცეული.

Leave a Reply