ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედუბანში «ყირიმ–კონგოს» ცხელების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

August 11, 2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედუბანში «ყირიმ–კონგოს» ცხელების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, — ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი, ნინო ზედგენიძე გვიდასტურებს. 

მისივე თქმით, სულ რეგიონში, მიმდინარე წელს, «ყირიმ-კონგოს» ცხელების 40 ფაქტია დაფიქსირებული. მათგან, დაავადებას ამ დროისთვის ორი პირი ემსხვერპლა. 

შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 20 – ახალციხის მუნიციპალიტეტში, 12 – ადიგენის, 5 -ასპინძის და 2 შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წრეში მცხოვრები ირმა კიკაბიძე ამბობს, რომ მათ რეგიონში საგრძნობლად მომატებულია “ყირიმ კონგოს” ცხელების შემთხვევები. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მის ოჯახშიც ჰქონდა შეხება მსგავს ფაქტთან და ამბობს, რომ საჭიროა მეტი პრევენციული ზომების გატარება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტკიპას საწინააღმდეგო ხსნარით18 ათასამდე პირუტყვია დამუშავებული. ჩვენ კითხვაზე იგეგმება თუ არა სხვა პრევენციული ზომების ჩატარება, კითხვა უპასუხოდ დატოვეს.