Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ამბავი ადიგენის სოფელ ჭელაში დაზიანებული გზების შესახებ

April 6, 2026

ამბავი ადიგენის სოფელ ჭელაში დაზიანებული გზების შესახებ – ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭელაა. ეს კი შიდა საავტომობილო გზებია, რომლებიც დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც კადრებში ხედავთ გზებზე გაჩენილია ორმოულები, წვიმის დროს წყალი გუბდება, გზა ტალახდება და გადაადგილების პრობლემას ქმნის.

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, სოფელ ჭელაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ორი მონაკვეთი, მეწყრის შედეგად დაზიანდა. მისივე თქმით, გასულ წელს ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყრის შესაკავებელი კედელი უკვე მოეწყო.

რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მერის განმარტებით, აღნიშნულ ადგილზე ასფალტის საფარი მოხსნეს, რადგან სპეციალისტების რეკომენდაციით გზის დაგება მანამ არ არის მიზანშეწონილი, სანამ დამცავი კედლები არ აშენდება. ამ ეტაპზე, როგორც გოჩა ქიმაძე ამბობს, ორივე ტერიტორია ეტაპობრივად იხრეშება.

როდის დაიწყება და დასრულდება დამცავი კედლის მოწყობა, მერი ვერ აკონკრეტებს.

რაც შეეხება შიდა გზებს, გოჩა ქიმაძის თქმით, გასულ წელს სოფელში გზების ნაწილი უკვე მოაწესრიგეს, რისთვისაც 300 000 ლარი დაიხარჯა. თუმცა წელს, მისი განმარტებით, გზების რეაბილიტაციის ნაცვლად, ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტად სპორტული მოედნის მოწყობა დაასახელა.

შიდა გზების რეაბილიტაცია ვერც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ პროექტთა პრიორიტეტებში მოექცა. გოჩა ქიმაძის თქმით, წელს ჭელას მოსახლეობამ სასმელი წყლის რეაბილიტაცია ითხოვა, რომლისთვისაც ჯამში 20 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.