არაქართულენოვანი არხების ყურადობა ყველაზე მაღალი, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონშია – NDI-ის კვლევა

May 20, 2019

კითხვაზე ადევნებთ თუ არა თვალს გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ არაქართულენოვან სატელევიზიო არხებზე,  ყველაზე მეტი დადებითი პასუხი 40%  სომხურ დასახლებაში გამოკითხულებმა გასცეს.

მათგან პირველ 4 პოზიციას რუსული HTВ, 1 Канал ORT, Россия 1 და RTR იკავებს.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927  პირისპირი  ინტერვიუს  წარმომადგენლობითი  შერჩევის  საფუძველზე,  ქვეყნის ქართულ,  სომხურ  და  აზერბაიჯანულენოვან  სრულწლოვან  მოსახლეობას  შორის  ჩატარდა (ოკუპირებული  ტერიტორიების  გამოკლებით).  კვლევა  ასევე  წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული  და  სომხური  დასახლებებისთვის.  გამოკითხვის  საშუალო  ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

Leave a Reply