ასპინძაში თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო მოქალაქე აბასთუმანში გადაიყვანეს

March 23, 2020

ასპინძაში ერთ-ერთმა პირმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია, რის გამოც იგი აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაიყვანეს.

“დღეს ერთმა პირმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია, რის გამოც იძულებული გავხდით აბასთუმანში, კარანტინში გადაგვეყვანა,” – ჩვენთან საუბრისას განაცხადა ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მზია პაპაშვილმა.

მისივე განმარტებით მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინაც დაფიქსირდა, რომელიც ასევე საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

23 მარტის მონაცემებით, ასპინძაში თვითიზოლაციაში სულ 49 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის სულ 54 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 8 უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა.

Leave a Reply