„აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების რესტიტუციის პრობლემას”- TDI

May 23, 2023

„აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების რესტიტუციის პრობლემას”- ასე ეხმაურება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 18 მაისს ბუზმარეთის ეკლასიასთან მომხდარ ინციდენტს. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მოპყრობას, საქართველოს საპატრიაქროს მხრიდან სხვა კონფესიების ისტორიული ქონების მისაკუთრების პრაქტიკასა და წლების განმავლობაში კათოლიკეების მიერ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობის შეზღუდვაა. მათივე თქმით, კათოლიკეებს საპატრიარქოს მხრიდან დაბრკოლებები ექმნებათ სხვა ისტორიული ტაძრების მოლოცვის დროსაც.

 საქართველოს საპატრიარქო,  კათოლიკე მრევლსა და მართლმადიდებელ მამაოს შორის მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადება გავრცელა, ციტატა : «გაურკვეველია 6 საუკუნით ადრინდელი ტაძრის[ბუზმარეთი] კონფესიურ კუთვნილებაზე დავა,».

 საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას კათოლიკე ეკლესია  გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი საპატრიარქოს პოზიციით გაკვირვებულები არიან და ინციდენტის შემდეგ გვეგონათ, რომ ეს მხოლოდ ერთეული მართლმადიდებელი სასულიერო პირის მცდარი შეხედულება და ქმედება იყო.

შეგახსენებთ რომ , 18 მაისს კათოლიკე მრევლი,  ქრისტეს ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით  წირვის ჩატარებას ბუზმარეთის ეკლესიის ეზოს შესასვლელში გეგმავდნენ, რა დროსაც იქ მყოფმა  მართლმადიდებელმა ბერმა არ მისცა საშვალება.

ფოტო : catholic.ge