Გარდაბნის მერიის პროგრამები და როგორ ვისარგებლოთ

May 23, 2023

ავტორი: რუსტამ მაილოვი

ფოტო: სოციალური ქსელი

გარდაბნის 2022 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით 3 552 000 ლარი იყო გამოყოფილი.  ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიხდვით ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხის 96 პროცენტია ათვისებული.  წელს კი ამ მიმართულებით 150 000 ლარზე მეტია გამოყოფილი, ჯამში 3 706 000 ლარი.

რამდენად აქვთ გარდაბანში მცხოვრებლებს ინფორმაცია მერიის ჯანდაცვის პროგრამების შესახებ და როგორ უნდა ისარგებლონ ? გარდაბნის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა დვალიძე გვეუბნება, რომ სოციალური პროგრამების  შესახებ  საინფორმაციო შეხვედრებს მერია მოსახლეობასთან პერიოდულად მართავს. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების 2023 წლის ბიუჯეტი ჯამში 4,216,000 ლარს შეადგენს. აქედან მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამისთვის 60 000 ლარია გამოყოფილი.

სოციალური პროგრამების ხარვეზებზე საუბრობს საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ანარ მურადოვი. მისი თქმით, მათ შესახებ ეთნიკურ უმცირესობებს სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ, ასევე , ხარვეზია, ისიც, რომ სოციალური დახმარებები  უსამართლოდაა დანიშნული. 

Ოპოზიციის პასუხად მერიაში ამბობენ, რომ პროგრამის სარგებლობისთვის გაწერილია კონკრეტული ქულების სისტემა და გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია კანონის მიხედვით იღებს. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სამედიცინო და ფინანსური დახმარებები გაიცემა მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე. დღეის მდგომარეობით,  მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა მხრიდან შემოსულია 1700 განცხადება.

Დეტალურად მერიისგან დაფინანსებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და მათი ბიუჯეტი:

  • ჯანმრთელობის დაცვა – 510.000
  • საზოგადოებრივი ჯანმრთლობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა-510.000
  • ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა-685.000
  • ჯანმრთელობისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი-56.000
  • სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა-101.000
  • თერაპიული ცენტრის ხელშეწყობა-330.000
  • ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა-241.000
  • მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა-10.000
  • დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეთა დახმარების პროგრამა-154.000
  • დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა-10.000
  • უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა-60.000
  • ვეტერანთა და ომში დაღუპულთა მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა-30.000
  • უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა-8.000
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის პროგრამა-70.000
  • სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვთა დახმარების პროგრამა-10.000
  • სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა-71.500
  • სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა-345.000
  • ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა-335.000
  • მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა-60.000
  • სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა-15.000
  • სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებულ პირების /დევნილების დახმარების პროგრამა-47.500
  • მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა-94.000
  • ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა-1.000
  • ზამთრის სეზონოს დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა-35.000
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა-912.000
  • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა-25.000