ახალქალაქელი სპორტსმენი, გორ აივაზიანი ევროპის ჩემპიონია

April 22, 2022

17 წლის ახალქალაქელმა სპორტსმენმა, გორ აივაზიანმა, კრივში ევროპის ჩემპიონატზე, გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, გორ აივაზიანი 51 კგ კატეგორიაში იბრძოდა. მან ფინალურ ორთაბრძოლაში ალბანელი მოკრივე, არიოლ ზენელი დიდი უპირატესობით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ახალქალაქელმა სპორტსმენმა ჩემპიონატზე ჯამში ოთხი ორთაბრძოლა გამართა, სადაც გერმანელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და ბოლოს ალბანელი მეტოქეები დაამარცხა. შეჯიბრი 21 აპრილს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა.