წალკის “ეძანი” რეგიონალური ლიგის მეორე ტურში თბილისის “რვიანს” დაუპირისპირდა

April 22, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბმა “ეძანი” გასვლითი მატჩი ჩაატარა. გუნდი რეგიონალური ლიგის მეორე ტურის ფარგლებში თბილისის “რვიანს” დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისში გაიმართა და ფრედ 2-2 დასრულდა. ამის შესახებ კლუბის Facebook გვერდიდან გახდა ცნობილი.

გოლების ავტორები გენადი ქადიძე და გიორგი კახაძე არიან.

წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “ეძანი” 2020 წელს ჩამოყალიბდა.