ახალქალაქში, 50-იან წლებში აშენებული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება – ტენდერი

March 18, 2024

ახალქალაქში, სოფელ ხორენიის ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია 400 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ხიდი რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება, სიგრძე 64 მეტრია, ხოლო სიგანე 5-მეტრამდე.

ამავე წყაროს მიხედვით, ხიდი მდინარე ფარავანზეა განთავსებული, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული.

წინადადებების მიღება, 30 მარტიდან – 4 აპრილამდე იწარმოებს.