ახალციხეში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ტროტუარი დაზიანებულია

February 16, 2024

ახალციხეში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ტროტუარი დაზიანებულია

გეგმავს თუ არა მერია და როდის რეაბილიტაციას გაიგებთ ჩვენი ვიდეოდან

ახალციხეში, იაძის ქუჩიდან – ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე თუ ფეხით მოგინდებათ გადასვლა, მოგიწევთ გზა საავტომობილო გზაზე გააგრძელოთ, რადგან ტროტუარი ჩამოშლილია და მასზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი.

როგორც მერიაში გვეუბნებიან, მიმდებარედ გეგმავენ ე.წ ჯაყელის ბაღისთვის ახალი შენობის აშენებას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია, წლების წინ ჩამონგრეული საყრდენი კედლის მოწყობა, რის შემდეგაც გააკეთებენ ტროტუარებსაც.

ტენდერი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ახალციხის მერიამ 1 700 000-მდე ლარზე გამოაცხადა. შედგება თუ არა ტენდერი და რომელი კომპანია დაიწყებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების და საყრდენი კედლის მშენებლობას 1-ელ მარტს გახდება ცნობილი.

ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებული მეტი დეტალის სანახავად ეწვიეთ ბმულს: 1 700 000-მდე ლარი “ჯაყელის” ბაღის მშენებლობისთვის – #ტენდერი