1 700 000-მდე ლარი “ჯაყელის” ბაღის მშენებლობისთვის – #ტენდერი

February 15, 2024

ახალციხეში, ე.წ “ჯაყელის” საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მერია 1 700 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

იაძის ქუჩა N12-ში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ახალციხის მერიამ 40 000-მდე ლარად დაანგრია, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, შენობა ავარიული იყო და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ორ სართულიანი შენობის აშენება, სადაც განთავსდება ლიფტი და პანდუსები. ასევე, გეგმავენ ეზოში მოაწყონ ბავშვთა გასართობი სივრცეები, ფანჩატური შესასვლელი კარი და ღობეები.

წინადადებების მიღება 25 თებერვლიდან, – 1-ელ მარტამდე იწარმოებს.

აქვე გეტყვით, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დანგრევის და მის ნაცვლად ახლის აშენების მიზნით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2022 წელს, ახალციხის საკრებულოში პეტიცია შეიტანა, რომელიც საკრებულომ დააკმაყოფილა.

ე.წ “ჯაყელის” ბაღი, XX საუკუნის 40-იან წლებში ააშენეს.