“მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად” – პაველ ჰერჩინსკი, მარნეულში ვიზიტისას

February 15, 2024

“მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, მთავრობა და ოპოზიცია მივიდეს კონსესუსამდე,” – ამის შესახებ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მარნეულის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას მედიასთან განაცხადა.

ელჩი, ქალაქ მარნეულში და სოფელ სამშვილდეში დღეს იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე და სამომავლო პროექტების და განვითარების სტრატეგიებს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს განვითარებაში ეთნიკურად აზერბაიჯანელების ჩართვას უწყობენ ხელს. ასევე, მოინახულა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, “ქვემო-ქართლის რეგიონული ჰაბი” და სოფელ სამშვილდეში სოციალური საწარმო “ორბის ბუდე “, რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ვიზიტის მიზანია ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ახალგაზრდებთან უშუალო ურთიერთობა და რეგიონში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების უკეთესად გაგება.