გარემოსდაცვითი პროექტები ადიგენის მაღალმთიან სოფლებში

February 15, 2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მიმდებარედ, გარეული ცხოველებისთვის წყლის კონტეინერები მოეწყო, დაასუფთავეს გარემო, მოამარაგეს საკვებით და დაადგეს გამაფრთხილებელი ნიშნები.

პროექტის ავტორია სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია ტოლერანტი. ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი გვეუბნება, რომ ადიგენის მაღალმთიან სოფლებში გარეული ცხოველებისთვის საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად პროექტი წლებია მიმდინარეობს.

ჯამში, მსგავსი თემატიკის 7 პროექტი განხორციელდა ადიგენის სოფლებში: აფიეთი, ღორთუბანი, ზედუბანი, საირმე, არზნე, მლაშე, კეხოვანი, ჭელა, ჭეჭლა, ფლატე.

პროექტს ასოციაცია ტოლერანტი “ეკორეგიონული კორიდორების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ახორციელებს, რომლის მხარდამჭერია გერმანიის მთავრობა, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი.