ახალციხეში, 18 ახალი ავტობუსი ჩამოიყვანეს

February 17, 2024

ახალციხეში, 18 ახალი ავტობუსი ჩამოიყვანეს, რომელიც არსებული ინფორმაციით ქალაქში და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იმოძრავებს.

ახალციხეში, 18 ახალი ავტობუსი ჩამოიყვანეს, რომლებიც არსებული ინფორმაციით ქალაქს და მუნიციპალიტეტის სოფლებს მოემსახურება.

მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, გეგმავენ ქალაქში 3-მა ავტობუსმა იმოძრაოს, ხოლო დანარჩენმა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მიმართულებით, დილის 08:80-დან საღამოს 18:30 მდე პერიოდში.

მისივე თქმით, გეგმავენ ახალციხეში მოაწყონ მოსაცდელები და ელქტრონული ტაბლოები. ასევე, იგეგმება საგადასახადო შეღავათების დაწესება სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, სოციალურად დაუცველებზე და სხვებზე.

როდის მოწეყობა ინფრასტრუქტურა და რა ეღირება მგზავრობა ამ ეტაპზე უცნობია. მერიაში გვეუბნებიან, რომ მუშაობენ.